ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


ირენა – ჰორმონშემცველი სპირალი

     ბოლო დროს ბევრი შეკითხვა მოდის ჰორმონშემცველ სპირალზე "მირენა" და როგორც ვხედავთ როგორც პაციენტები, ისე ექიმები არ არიან სწორად ინფორმირებული ამ კონტრაცეფციის სისტემაზე. ზოგიერთ პაციენტს ჰგონია, რომ თუ მისთვის ჩვეულებრივი სპირალის ჩადგმა არ შეიძლება, "მირენა" მისთვის დასაშვებია, რაც ნამდვილად არ არის სწორი     

    მირენა არის ერთ–ერთი წარმომადგენელი ჰორმონული საშვილოსნოსშიდა საშუალებებისა (სპირალებისა), იგი იწარმოება გერმანული ფირმა შერინგის(Schering) მიერ. ამჟამად მირენა არის ერთადერთი ამ ტიპის საშუალება, რომელიც ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისათვის. მირენას გარდა საზღვარგარეთ ფართოდ არის გავრცელებული ფინური წარმოების „ლევანოვა“ (მწარმოებელი Leiras, ფინეთი).

    ჰორმონული სპირალები ჩვეულებრივი სპირალების ანალოგიებია, რომლებიც შეიცავენ პროგესტერონის სინთეზურ ანალოგს ლევონორგესტრელს. ასეთი სპირალების საიმედოობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი სპირალებისა. აქტიური ნივთიერება მოთავსებულია სპეციალურ ცილინდრში, საიდანაც იგი გამოიყოფა მუდმივი სიჩქარით 20 მკგ/დღე–ღამეში. ლევონორგესტრელი გაცილებით მცირე რაოდენობით ხვდება სისხლში, ამიტომ ჰორმონულ სპირალებს აქვთ ნაკლები თანმდევი ეფექტები, ვიდრე ორალურ აბებს (წონაში მატება, გულისრევა და ა.შ)

ჰორმონული სპირალი და მისი მოთავსება საშვილოსნოს ღრუში:


1 -
ჰორიზონტალური დრეკადი მხრები,

2 - ჰორმონშემცველი ცილინდრი,

3 - სპირალის ამოსაღები ძაფები,
4 -
საშვილოსნო.

ჰორმონული და ჩვეულებრივი სპირალი უნდა დაყენებული იქნეს ექიმის მიერ. აუცილებელია ექო სპირალის ჩადგმამდე და ჩადგმის შემდეგაც

     მიუხედავად ეფექტურობისა, ჰორმონული სპირალები გამოდგება ქალთა შედარებით მცირე კონტიგენტისათვის. მათთვის ძალაშია ყველა ის უკუჩვენება, რაც ახასიათებს არაჰორმონულ სპირალებს. გარდა ამისა, მათ აქვთ დამატებითი უკუჩვენებები – სპირალი არის მონოფაზური კონტრაცეპტივი. პროგესტერონი, რომლის ანალოგსაც შეიცავს მირენა, ბუნებრივად მატულობს ციკლის მეორე ფაზაში, მაშინ როცა მირენადან ლევონორგესტრელის გამოყოფა ხდება უწყვეტად.  მირენას შეუძლია გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა – იშვიათად ძლიერ უხვი, მაგრამ უფრო ხშირად ძალიან მცირე მენსტრუალური გამონადენი, ზოგჯერ კი მენსტრუაციის შეწყვეტა. ზოგ ქალს აღენიშნება მენსტრუაციათაშორისი გამონადენი. აღინიშნება დეპრესია ცალკეულ შემთხვევებში. აი ამონარიდი მირენას ინსტრუქციიდან (ტექსტი სპეციალურად არ ვთარგმნეთ, რადგან ფირმა–მწარმოებლის ინსტრუქციიდან არის ამოღებული):

Противопоказания

Мирену не следует использовать при любом из перечисленных ниже состояний:

·  Установленная или предполагаемая беременность.

·  Воспалительные заболевания органов малого таза.

·  Инфекции нижних отделов мочеполового тракта.

·  Послеродовый эндометрит (послеродовая инфекция матки).

·  Инфекция матки после аборта в предшествующие 3 месяца.

·  Цервицит (инфекция шейки матки).

·  Заболевания, сопровождающиеся повышенной чувствительностью к инфекциям.

·  Влагалищное кровотечение неясного происхождения.

·  Аномалии шейки или тела матки, в том числе обусловленные фибромиомой, ведущие к деформации полости матки.

·  Острые заболевания или опухоли печени.

·  Рак матки или шейки матки или подозрение на него.

·  Дисплазия шейки матки с атипией (изменения клеток шейки матки).

·  Рак молочной железы.

·  Повышенная чувствительность к компонентам Мирены.

Меры предосторожности

МИРЕНА    может быть использована с осторожностью после консультации со специалистом или же ваш врач может обсудить вопрос о необходимости ее удаления, если у вас имеется или вскоре после введения системы в матку впервые возникает одно из следующих патологических состояний:

·  Мигрень или асимметричное снижение зрения.

·  Необычно сильная головная боль.

·  Желтуха.

·  Значительное повышение артериального давления.

·  Подтвержденный или предположительный диагноз гормонозависимых опухолей.

·  Тяжелые заболевания сердечно-сосудистой системы, в том числе инсульт или инфаркт миокарда.

    ჰორმონშემცველი სპირალის ამოღების შემდეგ ფერტილობა ქალთა 50%–ს აღუდგება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, ხოლო 96,4%–ში ფერტილობის აღდგენას ესაჭიროება 12 თვე.

    ამიტომ ამ მეთოდის არჩევისას 100%–ით დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მირენასაგან სარგებელი უფრო მეტი გექნებათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მირენა საკმაოდ ძვირია და თუ ამოღება დაგჭირდათ, მის ღირებულებას არავინ აგინაზღაურებთ.

       და ბოლოს, დასკვნის სახით ვიტყვით, რომ მირენა არის ძალიან ეფექტური და კარგი კონტრაცეპტივი, მაგრამ მისი გამოყენება საჭიროა სწორად და ლეგენდების შეთხზვა მასზე საჭირო არ არის..

ჰორმონული თუ სხვა სპირალის გამოყენებისას აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი პარტნიორი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე.

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili