ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

გინეკოლოგიური იუმორი

   კაცმა რომ თქვას გინეკოლოგებს იუმორის გრძნობა უჩლუნგდებათ, მათი
   ცხოვრება ხომ სულ იუმორია. ანეკდოტებზე, თუ პოლიტიკური არ არის არც
   ეცინებათ; ანეკდოტს მოუყვები და ისეთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებიან, თმები
   ყალყზე დაგიდგება. თუმცა ზოგიერთ ანეკდოტზე ბრაზდებიან. აი გინეკოლოგების
   გასაბრაზებელი ანეკდოტები.

   1.რა კაცია გინეკოლოგი? –კაცი რომელიც პრობლემებს იქ ეძებს, სადაც სხვები
   შვებას ეძებენ

   2.ჭიჭიკია რეკავს ფირმაში: შპალერი მაქვს გასაკრავი, ჭერი გასათეთრებელი,
   მალიარები გამომიგზავნეთო

   – მალიარები საქმეზე არიან, 3 დღე არ სცალიათო, იყო პასუხი.
   – მაშინ სანტეხნიკები მაინც გამოაგზავნეთ, შპალერს ეგენიც გააკრავენო
   – არც სანტეხნიკებს სცალიათო, უპასუხეს ჭიჭიკიას, ადგილზე მარტო
       გინეკოლოგები გვყავს და თუ გინდა გამოგიგზავნითო.

   – ჯანდაბას შპალერს ხომ ეგენიც გააკრავენო და გამოიძახა გინეკოლოგები

   ორ კვირაში ბიჭიკიამ დარეკა იგივე ფირმაში:

   – შპალერი მაქვს გასაკრავი, ჭერი გასათეთრებელი, გინეკოლოგები
      გამომიგზავნეთო.

   – კაცო გინეკოლოგები რად გინდა, მალიარები აგერ უსაქმოდ ზიანო –იყო პასუხი

   – რას ამბობ, მაგენმა ჭიჭიკიასთან რემონტი გააკეთეს უნდა გენახა, ოთახში არც
      შესულან, გასაღების ჭუჭრუტანიდან გააკრეს შპალერი და ახლა მეც მინდაო –
      პროტესტი გამოთქვა ბიჭიკიამ

   აქ კი ჩვენ მოვიყვანთ ჩვენი პაციენტების შეკითხვებსა და გამონათქვამებს, რომლის
   მოსაგონებლადაც ფანტაზია არავის ეყოფა

აქ კი შავი იუმორია – ნამდვილი ამბები, სადაც ექიმები მეთუნუქეებივით (აკა ჟესტიანშიკ) ლანძღავენ ერთმანეთს და რომელიც სჯობდა არ მომხდარიყო, მაგრამ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას რა გამოასწორებს. არც ჩვენ გვაქვს ეს ფუნქცია, მაგრამ ასეთ ამბებს თუ იუმორით არ შეხედე, მეტი გზა არ არის. პაციენტისათვის კი ფრიად ჭკუისსასწავლია, რადგან არ შეიძლება ბრმად დაუჯერო სხვა ექიმის გამლანძღავ ექიმს, ისე რომ არ მოუსმინო იმას, ვისაც ლანძღავენ. ყველა ამ შემთხვევაში პაციენტი დარჩა დაზარალებული და არა მარტო მატერიალურად. მაშ ასე, შავი იუმორი..


  

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili