ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები

   მომავალ დედებს ხშირად უჩნდებათ კითხვები ორსულზე ზედამხედველობის
   პერიოდში ჩასატარებელ გამოკვლევებთან დაკავშირებით. ბევრს ეს გამოკვლევები
   ზედმეტად ეჩვენება, როგორც წესი უფროს თაობასთან აზრთა გაზიარების შემდეგ,
   ბევრსაც კი ძალიან ცოტად, განსაკუთრებით რამდენიმე თვითნებური აბორტის ან
   ნაყოფის სიმახინჯის განვითარების შემდეგ.

   მათთვის ვისაც ეს გამოკვლევები ზედმეტად ეჩვენება, განსაკუთრებით უფროსების
   „ჩვენს დროს სად იყო ამდენი ექოები და ანალიზები...“ მსგავსი სენტენციების
   შემდეგ, გვინდა შევახსენოთ, რომ 60 წლის წინ ექოსკოპია საერთოდ არ
   არსებობდა და მშობიარეთა 10% რომ მშობიარობისას იღუპებოდა, ეს ნორმის
   ფარგლებში გახლდათ, ხოლო ნაყოფის სიმახინჯის შემთხვევათა სტატისტიკა
   პრაქტიკულად არც ტარდებოდა. დღეს კი მშობიარობა ავტომობილის მართვაზე
   უფრო საშიში აღარ არის. ქლამიდია, ტოქსოპლაზმა, ციტომეგალოვირუსი,
   წითურა, ჰერპესი არსებობს იმდენივე ხანი, რაც არსებობს კაცობრიობა, მაგრამ
   მხოლოდ ახლა აქვს მედიცინას მათი ეფექტური პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა
   და მკურნალობის საშუალებები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ
   დაავადებათა სიხშირე ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. ჰორმონული
   დარღვევები კიდევ ცალკე ხანგრძლივი თემა განხილვისათვის. ჩერნობილის
   კატასტროფის შემდეგ მომატებული ჩიყვი, არასრულფასოვანი, არაბალანსირებული
   კვება ნაყოფიერი ნიადაგია ჰორმონალურ დარღვევათა განვითარებისათვის.

   თავისთავად ცხადია, რომ ამ მოკლე ბროშურაში შეუძლებელია სრულად
   ჩამოვაყალიბოთ, როგორ ხდება ორსულის პატრონაჟი, რა გამოკვლევები უნდა
   ჩატარდეს და რა მიმდევრობით, ამისათვის არსებობს მეანობის
   სქელტანიანი სახელმძღვანელოები, რომელთა შესწავლა მხოლოდ პროფესიონალს
   ევალება. აქ ჩვენ მოგვყავს ორსულზე მეთვალყურეობის გეგმის ორი ვარიანტი
   რომელიც ფიზიოლოგიურად(გართულებების გარეშე) მიმდინარე ორსულობისას
   დიდი ალბათობით უზრუნველყოფს დედაზე და ნაყოფზე ეფექტურ დაკვირვებას,
   დარღვევების ადრეულ აღმოჩენას და ადეკვატურ მკურნალობას.

   სანამ ამ ორსულზე მეთვალყურეობის გეგმებს განვიხილავდეთ, ორიოდ სიტყვით
   გვინდა შევეხოთ ორსულზე მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამას (რომელსაც
   პოლისს უწოდებენ). ფაქტიურად ეს პროგრამა არ არის საკმარისი
   ორსულზე ზედამხედველობისათვის და ასახავს ჩვენი სახელმწიფოს
   ამჟამინდელ შესაძლებლობებს (და ალბათ კეთილ ნებასაც), დაეხმაროს მის
   ორსულ მოქალაქეებს. პროგრამა ითვალისწინებს მშობიარობამდე 50 ლარის
   ღირებულების ვიზიტებსა და გამოკვლევებს. სამედიცინო ცენტრი „მედეა“ ამ
   პროგრამაში არ მონაწილეობს, რადგან:
   ეს პროგრამა არ არის საკმარისი ორსულზე ზედამხედველობის ეფექტურად
   ანხორციელებისათვის პროგრამაში ცალკეულ გამოკვლევებზე გაწერილი თანხები
   არ არის საკმარისი შესაბამის გამოკვლევის ხარისხიანად ჩასატარებლად. მაგ.
   სისხლის საერთო ანალიზზე გამოყოფილი თანხა არ უზრუნველყოფს მისი
   ხარისხიანი რეაქტივებით, აპარატურითა და კვალიფიციური შემსრულებლით
   ჩატარებას.

   ჩვენ გთავაზობთ ორსულის პატრონაჟის ორ გეგმას:
   WHO გეგმა, რომელიც რეკომენდირებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
   (World Health Organization) მიერ – ეს გეგმა ასახავს ორსულის პატრონაჟის
   დამაკმაყოფილებელ დონეს და არის ამ ორგანიზაციის მიერ მიჩნეული აუცილებელ
   მინიმუმად განვითარებადი ქვეყნებისათვის. დაახლოებით ასეთი გეგმით
   ხორციელდება ორსულთა პატრონაჟი ისეთ ქვეყნებში როგორიცაა არგენტინა, ჩილე,
   მალაიზია და სხვ.
   VIP - გეგმა, რომელიც სრულად ასახავს თანამედროვე მედიცინის
   შესაძლებლობებს ორსულზე მეთვალყურეობის საქმეში და უზრუნველყოფს
   ორსულისა და ნაყოფის დაცვის მაქსიმალურ ხარისხს. ამგვარი გეგმით
   მუშაობენ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და სამედიცინო ცენტრებში.

   ორსულთა პატრონაჟის WHO გეგმა
   12–14 კვირამდე
   1. გინეკოლოგთან ვიზიტი, სამანიპულაციოში გასინჯვა, ნაცხის ანალიზი
   2. სისხლის ჯგუფი და რეზუსი
   3. RW. HIV, HBsAg,Anti-HCV
   4. სისხლის საერთო ანალიზი,
   5. ბიოქიმიური გამოკვლევა: შაქარი, INR
   6. შარდის საერთო ანალიზი,
   7. ექოსკოპია 12–14 კვირის ვადაზე.
   8. TORCH ინფექციების გამოკვლევა (Chlamydia trachomatis IgA, HSV I/II IgG,
   CMV IgG, Toxo godii IgG,Rubella IgG), მათი შედეგის მიხედვით ინიშნება M-ტიპის
   იმუნოგლობულინთა გამოკვლევა
   9. თერაპევტის კონსულტაცია.

   12–22 კვირა
   1. გინეკოლოგთან ვიზიტი, ნაცხის ანალიზი
   2. სისხლის საერთო ანალიზი
   3. შარდის საერთო ანალიზი,
   4. სისხლის ანალიზი AFP, HCG, Free Estriole 15–17 კვირის ვადაზე, ეს არის დაუნის სკრინინგის ე.წ. სამმაგი ტესტი
   5. ექოსკოპია 22–24 კვირის ვადაზე
  
   32 კვირა
   1. გინეკოლოგთან ვიზიტი, ნაცხის ანალიზი
   2. RW.
   3. სისხლის საერთო ანალიზი,
   4. შარდის საერთო ანალიზი,
   5 კოაგულოგრამა,
   6. ნაყოფის ექოსკოპია 32–34 კვირის ვადაზე
   7. ნაყოფის კარდიოტოკოგრაფია 32–34 კვირის ვადაზე.

    36 კვირა
   1. გინეკოლოგთან ვიზიტი,
   2. სისხლის საერთო ანალიზი,
   3. შარდის საერთო ანალიზი.

  ორსულთა პატრონაჟის VIP გეგმა

   8-10 კვირის ვადაზე
   1. ვიზიტი ექიმთან
   2. სისხლის საერთო ანალიზი
   3. შარდის საერთო ანალიზი
   4. ნაცხის ანალიზი მიკროფლორაზე
   5. სისხლის ჯგუფი და რეზუსი
   6. ანალიზი RW, HIV (სიფილისი, შიდსი)
   7. სისხლის ანალიზი წითურა და ტოქსოპლაზმოზის ანტისხეულებზე
   8. HBsAg - B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი
   9. Anti HCV - ჰეპატიტ C-ს ანტისხეულები,
   10. ანტი–რეზუს ანტისხეულების ანალიზი (მხოლოდ რეზუს უარყოფითი
   ქალბატონებისათვის) და ABO ჯგუფური ანტისხეულები
   11. კოაგულოგრამა
   12. ღვიძლისა და თირკმლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა
   13. დნმ დიაგნოსტიკა უროგენიტალურ ინფექციებზე (15 პოზიცია)
   14. სისხლის ანალიზი ქლამიდიის , ციტომეგალოვირუსის და ჰერპესის
   ანტისხეულებზე
   15. თერაპევტის, ოკულისტის, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციები
   16. ელექტროკარდიოგრამა
   17. ჰორმონები: TSH, FT4,T3, Testosterone, DHEA-S, Progesterone, b-HCG,
   Cortisole, Free Estriole,17–OH Progesterone.
   18. ანტისხეულები: Anti-TG, Anti-TPO, Anti-Cardiolipine IgG,
   19. ნაყოფის ექოსკოპია
   20. უროგენიტალური ტრაქტის გამონადენის დათესვა (აუცილებლობის
   შემთხვევაში)

   12 კვირის ვადაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. ნაყოფის ექოსკოპია
   4. სისხლის ანალიზი AFP, PAPP16 კვირის ვადაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. სისხლის ანალიზი AFP, HCG, FreeEstriole, Inhibine A

   20 კვირის ვადაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. სისხლის საერთო ანალიზი
   3. შარდის საერთო ანალიზი
   4. სისხლის ანალიზი AFP, FreeEstriole,
   5. კოაგულოგრამა

   24 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის საერთო ანალიზი
   3. ექოსკოპია დოპლეროგრაფიით
   4. თირკმლის და ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა

   26 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. ეკგ

   28 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   30 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. სისხლის საერთო ანალიზი
   4. ნაცხის ანალიზი
   5. სისხლის ანალიზი RW, HIV
   6. სისხლის ანალიზი HBsAg, Anti-HCV
   7. თირკმლის და ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა

   32 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. სისხლის ანალიზი ანტი–რეზუს ანტისხეულებზე (რეზუს–უარყოფითებისათვის)
   4. ექოსკოპია
   5. კარდიოტოკოგრაფია
   6. კოაგულოგრამა

   34 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. კარდიოტოკოგრაფია

   36 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი
   3. თერაპევტის კონსულტაცია
   4. ექოსკოპია
   5. კარდიოტოკოგრაფია
   6. სისხლის ანალიზი RW, HIV

   37 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   38 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   39 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   40 კვირაზე
   1. ექიმის კონსულტაცია
   2. შარდის ანალიზი

   როგორც ერთი ისე მეორე გეგმა არის ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას
   საჭირო გამოკვლევები დედისა და ნაყოფის დიაგნოსტიკისა და დაცვის
   განსხვავებული საიმედოობის ხარისხით. ნებისმიერ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება
   დანიშნოს დამატებითი გამოკვლევები და პროცედურები, თუ რაიმე არასასურველი
   აღმოაჩინა. ასე რომ ამ გეგმებზე აბსოლუტური სიზუსტით მიყოლა პრაქტიკულად
   ვერასოდეს ვერ ხერხდება.

   თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ერთ–ერთი ამ გეგმათაგანი, ასევე
   ინდივიდუალური შუალედური ვარიანტიც ამ ორ გეგმას შორის, მაგრამ WHO
   გეგმაზე ნაკლებ გამოკვლევების შესრულება უკვე დიდ რისკებთან
   არის დაკავშირებული. ამავე დროს ეს გეგმა არც თუ ისე დიდ ფინანსურ ხარჯს
   მოითხოვს, რომლებიც დროში გაწელილია. ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ
   არანაირ გამოკვლევებს, მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევით. ამ გამოკვლევებს
   ჩაიტარებთ თუ არა, მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია.


  

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili