ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


ანტი–მიულერის ჰორმონი

ანტი–მიულერის ჰორმონი ერთ–ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმია საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად. ამ ანალიზის შედეგით პრაქტიკულად დგინდება რამდენად ძლიერი სტიმულაცია უნდა იქნეს გამოყენებული, არის თუ არა ჰიპერსტიმულაციის საფრთხე, ღირს თუ არა ხელოვნური განაყოფიერების იაფფასიანი მეთოდების გამოყენება ან ღირს თუ არა ხელოვნურ განაყოფიერების გაკეთება საერთოდ.

  • ანტი მიულერის ჰორმონს გამოიმუშავებენ ფოლიკულთა გრანულოზის უჯრედები

  • მისი წარმოება იწყება ე.წ. პირველად ფოლიკულებში, რომლებიც პრიმორდიული ფოლიკულებიდან წარმოიშობა. ამ ეტაპზე ფოლიკულები მიკროსკოპული ზომისაა და ექოზე ჯერ არ ჩანს

  • ანტი–მიულერის ჰორმონს ყველაზე მეტი რაოდენობით გამოიმუშავებენ პრეანტრალური და მცირე ანტრალური (<4 მმ) ფოლიკულები.

  • ფოლიკულის შემდგომი ზრდისას ანტი–მიულერის ჰორმონის პროდუცირება წყდება. 8 მმ–ზე დიდი ფოლიკულები ანტი–მიულერს აღარ გამოიმუშავებენ.

  • სწორედ ამიტომ ანტი–მიულერის დონე შედარებით მუდმივია და ციკლის დღეზე დამოკიდებული არ არის.

ინტერპრეტაცია
AMH დონე
მაღალი (ხშირად დაკავშირებულია პოლიკისტოზთან)
> 3.0 ng/ml
ნორმალური
1.0 ng/ml და მეტი
დაბალი ნორმალური დიაპაზონი
0.7 - 0.9 ng/ml
დაბალი
0.3 - 0.6 ng/ml
ძალიან დაბალი
< 0.3 ng/ml

ანტი–მიულერის დონე არ კორელირებს კვერცხუჯრედების ხარისხთან, მაგრამ კორელირებს კვერცხუჯრედების რაოდენობასთან, რომელიც შეიძლება მივიღოთ სტიმულაციის შედეგად. ამიტომ ხელოვნური განაყოფიერების წინ – ინსემინაცია, ინ–ვიტრო სასურველია ანტი–მიულერის განსაზღვრა.

ზოგი ქალბატონი 45 წლისაც ადვილად ორსულდება, ზოგი 25 წლის ასაკშიც ვერა; აქვს– თუ არა საკვერცხეს რეზერვი და ღირს თუ არა მისი სტიმულირება – ამის საუკეთესო კრიტერიუმი სწორედ სისხლში ანტი–მიულერის ჰორმონის დონეა.

ამიტომ გვიან რეპროდუქციულ ასაკში 35 წლის ზემოთ ამ ანალიზის გაკეთება ყველასათვის რეკომენდირებულია. უშედეგო ხელოვნური განაყოფიერების მცდელობა ბევრად უფრო ძვირი დაჯდება

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili