ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი

დღეს თბილისში ლაბორატორიულ კვლევებზე დიდი ვაკხანალიაა. დასკვნები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, პაციენტებმა არ იციან ვისი დასკვნას ენდონ. ზოგჯერ ექიმებიც სცოდავენ ლაბორატორიული დასკვნების ინტერპრეტაციაში, ლაბორანტები კი არც თუ იშვიათად ექიმის გავლენით ან მასთან შეთანხმებით წერს იმ პასუხს, რომელიც ექიმს აწყობს მოცემულ მომენტში. თუ თქვენ ექიმი ხართ, მიჰყევით ამ ბმულს

 ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც სტატისტიკურ პარამეტრებთან არის დაკავშირებული და მიკროსკოპში დათვლას მოითხოვს, აუცილებლად სრულდება ორი სხვადასხვა ლაბორანტის მიერ. ჩვენი პაციენტები ყურადღებას მიაქცევდნენ, რომ ბევრ ანალიზს ორი სხვადასხვა პიროვნება აწერს ხელს. თუ მათი აზრი ერთმანეთს დაემთხვა, ანალიზი ჩატარებულად ითვლება. მაგრამ თუ მათ დასკვნებში 10%–ზე მეტი განსხვავებაა, საქმეში ერთვება მესამე ლაბორანტი და პირველი ორიც თავიდან ითვლის პარამეტრებს. ასეთი კონტროლი აუცილებლად საჭიროა, რომ გამოირიცხოს სუბიექტური მომენტი, აგრეთვე ლაბორანტის გადაღლის მომენტი, როცა შესასრულებელი სამუშაო ბევრია. ასეთია მაგალითად სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, სპერმის ანალიზი.

ბიოქიმიური და იმუნოფერმენტული გამოკვლევებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეაქტივების სიახლესა და შენახვის პირობებს. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ ჩვენს ლაბორანტს მოსთხოვოთ და უარს არასოდეს გეტყვიან რეაქტივების ჩვენებაზე. თქვენი თვალით შეგიძლიათ დარწმუნდეთ რეაქტივის ვადიანობასა და შენახვის პირობების შესრულებაში.

რეაქტივის მორიგი ყუთის გახსნისას პირველი ტესტი პაციენტზე არასოდეს არ ტარდება. ამისათვის საკონტროლო შრატები არსებობს. საუკეთესო ევროპელ და ამერიკელ მწარმოებლებსაც შეიძლება პროდუქციის ნაწილი უხარისხო გამოუვიდეთ. რას იზამ, ასეც ხდება. ისინიც ადამიანები არიან. ბრმად ჩვენ არავის ვენდობით.

 მოლეკულურ–ბიოლოგიური გამოკვლევებისას ყოველ გამოკვლევაზე აუცილებლად დგება დადებითი და უარყოფითი კონტროლები შეცდომის ალბათობის მინიმუმამდე დასყვანად.

 

 

 


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili