|
სპეციალურად ეჭვიანებისათვის
ამ გვერდის
შექმნა გვაიძულეს იმ პაციენტებმა, რომლებსაც აეჭვებთ ქალაქის
ცენტრალურ კლინიკებთან შედარებით ჩვენი ფასების სიმცირე ხომ არ
არის იაფფასიანი,უხარისხო ან ვადაგასული ტესტ–სისტემების
გამოყენებით განპირობებული.
ფაქტია,
რომ
ჩვენთან სისხლის საერთო ანალიზი
11 ლარია
და ზოგიერთ კლინიკაში
35 ლარი,
ამაზე ვიტყვით,
რომ 35 ლარი სისხლის საერთოში არის ძალიან ძვირი და ჩვენ
მათ მსგავსად
პაციენტებს ვერ მოვეპყრობით.
რეალურად
ანალიზის
სიზუსტეში
კი
პრობლემა არასოდეს გვქონია.
ამავე დროს
საუბნო პოლიკლინიკებში ჯერ კიდევ 3 ლარად „აკეთებენ“ სისხლის
საერთოს და ასეთ ფასს მიჩვეული პაციენტებისათვის ჩვენი ფასი
საკმაოდ ძვირია.
აქ
ჩვენ მოვიყვანთ ფასწარმოქმნის გაანგარიშებას ამ კონკრეტული
ანალიზისათვის. ეს საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც ეძვირება და
მათთვისაც, ვისაც ძალიან იაფი ჰგონია
"იაფია და ამიტომ
საეჭვოა" პრეტენზიით განსაკუთრებით ჰორმონებით და
ტორჩ–ინფექციების იმუნოფერმენტული ანალიზით დაინტერესებული
პაციენტები გამოირჩევიან.
ჩვენ გვაქვს ორი
მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს
ფასებზე:
-
გარეუბანში
ოფისის იჯარის ღირებულება დაახლოებით 4–ჯერ ნაკლებია, ვიდრე
ქალაქის ცენტრში
-
ჩვენ თვითონ
ვართ სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალების იმპორტიორი და
ვამარაგებთ ბევრ ცენტრალურ კლინიკას. შესაბამისად ჩვენთან
თვითღირებულება არის უფრო დაბალი. იხ.
სამედიცინო ტექნიკა
მათთვის, ვისაც
სურს რომ მეტი თანხის გადახდით თავისი განსაკუთრებულობა
დაამტკიცოს, მოვახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში მედეა თქვენი კლინიკა
არ არის. შეგიძლიათ იაროთ ძვირფას რესტორნებში, სილამაზის
სალონებში, უფრო ძვირფასი მანქანებით.და იმ კლინიკებში, რომელთა
მენეჯერები სწორედ „მაღალი ფასის მეთოდით“ იზიდავენ
გადახდისუნარიან პაციენტებს. ეს არის მარკეტინგის ერთ–ერთი ცნობილი
და ფართოდ გამოყენებული მეთოდი, მაგრამ მედეას ადმინისტრაცია ამ
შეხედულებას არასოდეს გაიზიარებს და მსგავს მეთოდებს არასოდეს
გამოიყენებს. მედიცინაში უმაღლესი ხარისხი უნდა ხელმისაწვდომი იყოს
როგორც მდიდარი, ისე ნაკლებად შეძლებული მოქალაქეებისათვის.
მედიცინა
ფუფუნება არ არის და მედიცინის ერთადერთი დარგი, რომელიც მართლაც
„ფუფუნების საგანს“ წარმოადგენს, არის პლასტიკური ქირურგია,
რომელიც ჩვენს კლინიკაში არ არის წარმოდგენილი.
ჩვენი დევიზია
„უმაღლესი ხარისხი ყველაზე იაფად“.
ხარისხზე ეკონომია მედეაში არ კეთდება და არც დემპინგით ვუწევთ
სხვა კლინიკებს კონკურენციას. ვერავინ იტყვის რომ რომელიმე ჩვენი
ფასი სპეციალურად წაგებაზეა ორიენტირებული კონკურენტების
ჩასაძირად.
ზოგიერთ გამოკვლევაზე მათი
დიდი მნიშვნელობის გამო მართლაც მოქმედებს
სპეციალურად ძალიან დაბალი ფასი,
რომლიც ასევე არ არის დემპინგური, რადგან თვითღირებულებაზე ნაკლები
არ არის.
გარდა ამისა,
განსაკუთრებით ეჭვიანებისათვის ჩვენი მაცივრის კარი მუდამ ღიაა –
მასში შეიძლება იმ ტესტ–სისტემების ნახვა და ვარგისიანობის ვადის
შემოწმებაც, რომელსაც ანალიზისათვის ვიყენებთ. შეგიძლიათ
ლაბორანტებს მოსთხოვოთ და ისინიც უარს არ გეტყვიან. კარგს იზამთ,
თუ იგივეს სხვა ლაბორატორიებშიც გააკეთებთ. მაშინვე იგრძნობთ
განსხვავებას.
ხოლო აქ
მოვიყვანთ იმ მწარმოებელთა ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ.
არცერთი არ არის რუსული და ჩინური პროდუქცია.
Bio-Rad,
IBL-Hamburg,
DRG-International, Orgenics, Human Diagnostics Gmbh
მათი
რეპუტაცია და
ხარისხი საქმის მცოდნესათვის ყოველთვის ეჭვგარეშეა.
|