ექოსკოპიური
კვლევისას
ულტრაბგერითი (ექოსკოპიური)
კვლევა არის ძებნის პროცესი, რომლის დროსაც ნებისმიერი
კვალიფიციური ექოსკოპისტი ერთი და იგივე გამოსახულებას მრავალჯერ
უყურებს და არც თუ ისე იშვიათად კვლევის ბოლოს ცვლის კიდეც
კვლევის დასაწყისში მიღებულ გადაწყვეტილებას. საკვლევ
სტრუქტურას ზოგჯერ რამდენჯერმეც ზომავს (როცა უკეთეს ჭრილში
დაიჭერს).
ჩვენს კლინიკაში არის იმის საშუალება, რომ
ექიმიც დაესწროს ექოსკოპიურ კვლევას, და როდესაც ორნი ერთად
აწარმოებენ ძებნას, თავისთავად ცხადია, რომ ერთმანეთს
ესაუბრებიან და ერთად მიდიან საერთო მნიშვნელამდე.
ამ დროს ბევრ საქმეში გაურკვეველ პაციენტს
ჰგონია რომ ან ექიმი, ან ექოსკოპისტი არ არის დარწმუნებული თავის
თავში, ან პასუხში დაწერა სხვა რამე და კვლევისას თქვა სხვა. ზოგ
პაციენტს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ჩვენთან ექოსკოპისტი თვითონვე
ბეჭდავს პასუხს, რის გამოც პაციენტებს უფრო მეტხანს უწევთ რიგში
დგომა. ასეთი პრეტენზიების ავტორთა საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ:
1. ექოსკოპიური კვლევის შედეგი არის ის, რაც
თქვენ მოგეცემათ ხელზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას
ლაპარაკობდენენ ექოსკოპისტი და ექიმი კვლევის პროცესში.
2. ექიმის დასწრება ექოსკოპიაზე სასურველია
და რადგან ამის საშუალება გვაქვს, არც ექიმს ავუკრძალავთ
კვლევაზე დასწრებას და არც ექიმსა და ექოსკოპისტს შორის საუბარს
ავკრძალავთ.
3. ექოსკოპიის პასუხებს ბეჭდავს თვითონ
ექოსკოპისტი, რადგან ამ დროს კიდევ ერთხელ ალაგებს თავის აზრებს
და თვითონ არის პასუხისმგებელი თითოეულ სიტყვაზე. კომპიუტერის
ოპერატორისათვის კარნახი და ექოსკოპიის პასუხის ბეჭდვა სხვა
პიროვნების მიერ არის იძულებითი ზომა, როდესაც ექოსკოპისტი
ძალიან გადატვირთულია. ამ დროს გაცილებით ხშირია ბეჭდვის
შეცდომები, რადგან ექოსკოპისტი კვლევის შემდეგ "თვალის
გადავლებით" ყოველთვის ვერ ახერხებს მბეჭდავის მიერ დაშვებული
შეცდომების გასწორებას.
|