მშობიარობის ტკივილები და გაუტკივრება
ამ თემაზე საუბარი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ქვემომოყვანილი ფაქტორებზე დამოკიდებულია არა მარტო თქვენი, არამედ ბავშვის ჯანმრთელობაც.
ნებისმიერმა ქალმა იცის, რომ მშობიარობა საკმაოდ მტკივნეული პროცესია. ამის შესახებ ცნობილი ხდება უკვე ბავშვობიდან, როდესაც დედები, ბებიები, ტელევიზია, კინო, ლიტერატურული ნაწარმოებები მოზარდის ცნობიერებაში "ამყარებენ" მტკივნეული მშობიარობის სტერეოტიპს. ტკივილი რა თქმა უნდა ამ დროს არის, მაგრამ თუ ზრდასრული ქალისათვის ამ ტკივილის მოგონება ეს დედის დამსახურებული სიამაყის ნაწილი, მოზარდი გოგონასთვის ეს მხოლოდ შიშის წყაროა, რომელიც ქვეცნობიერად ჯდება მის წარმოსახვაში.
სინამდვილეში ამ შიშში იმალება იმ ტკივილის ნახევარი, რასაც ქალი სინამდვილეში განიცდის. ძალიან ხშირად ქალი უკვე შიშისაგან მოტეხილია, ვიდრე მშობიარობის ტკივილები დაეწყება. შიში ამცირებს ტკივილის შეგრძნების ზღურბლს და მცირე ტკივილიც გაცილებით მრავალჯერ ძლიერდება ტვინის სტრუქტურების მიერ.
სინამდვილეში კი სამშობიარო ტკივილები არც ისე საშინელია, მაშ რატომ ავიწყდებათ ქალებს უკვე გადატანილი და რატომ ორსულდებიან მეორეჯერ და მესამედაც. მე მგონი მკითხველისათვის საინტერესო იქნება, თუ ვიტყვით რომ ამერიკელი ინდიელი ქალები ორსულობის ბოლომდე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ევროპელ დამპყრობლებს აღწერილი აქვთ სიტუაციები, როდესაც ინდიელი ქალი ცხენზე მჯდომი ნადირობდა, ჩამოვიდა ცხენიდან, იმშობიარა, ბავშვი ტყავში გაახვია, ზურგზე მოიკიდა და ნადირობა გააგრძელა. ინდიელ ქალებს, მათ შორის თანამედროვეებსაც, რომლებიც რეზერვაციებში ცხოვრობენ და ტრადიციულ ცხოვრებას მისდევენ, მშობიარობა ტკივილს საერთოდ არ აყენებს, განსხვავებით ევროპელი ქალებისაგან.
ამისი მთავარი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ინდიელთა ტომი გოგონას პატარა ასაკიდან სპეციალურად ავარჯიშებს და ამგვარად ამზადებს დედობისათვის. ეს მენჯის, შორისის, მუცლის პრესისა და წელის ვარჯიშებია, რომელიც შედეგს იძლევა, თუ დიდი ხნის განმავლობაში რეგულარულად სრულდება განსაზღვრული მეთოდიკით. დატვირთვის მატება უნდა მოხდეს ძალიან ნელა. უკვე დაიწყო ამ ვარჯიშების მეთოდიკის გავრცელება, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი
1. ორსულობისას ამ ვარჯიშების უმეტესობის დაწყება არ შეიძლება;
2. თუ დატვირთვა ძალიან ნელა არ გაიზარდა და მეთოდურად სწორად არ ჩატარდა, ვარჯიშები ძლიერ ტრავმულია.
სამაგიეროდ ასე ნავარჯიშევი ქალისათვის არც მშობიარობა წარმოადგენს პრობლემას და თანაც იგი ძლიერ სასურველი და დაუვიწყარი პარტნიორი ხდება მამაკაცისათვის. ამ ვარჯიშების მეთოდიკაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, უბრალოდ ფაქტი მოვიყვანეთ რომ ასეთი რამ არსებობს.
ტკივილის შეგრძნების სტრუქტურები თავის ტვინის ქერქის კონტროლქვეშ იმყოფება, ამიტომ თავის ტვინის გავლენას მთლიანად შეუძლია გააქროს ტკივილის შეგრძნება (ისევე როგორც გააძლიეროს). ეს გაქრობა ხდება მედიკამენტების გარეშეც კი. მაგალითად ბულგარელ ნესტინარებში, რომლებიც გავარვარებულ ქვებზე ცეკვავენ და არ სტკივათ, რიტუალური შეგონება ყიველგვარი ექსტაზის და აფექტის გარეშე საკმაოდ ეფექტურად თრგუნავს ტკივილს. ასე, რომ ფსიქოლოგიურ მომზადებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მშობიარობისწინა ფსიქოლოგიური მომზადებისას მეცადინეობებზე დეტალურად ხდება გარჩევა იმისა, საიდან მოდის ტკივილის შეგრძნება. ეს არის რაციონალური ფსიქოთერაპია. უცნობი მტერი ყოველთვის უფრო საშიშია. შენდეგ ხდება სპეციალური მეთოდების ათვისება, რაც ამცირებს ტკივილის შეგრძნებას – სუნთქვა, მდებარეობა, მასაჟი და სხვ. აგიხსნიან თქვენს მიერ მშობიარობის პროცესის კონტროლის აუცილებლობას. ბევრი სასარგებლო ჩვევა უკვე ამ ტრენინგებზევე შეგიძლიათ გამოიმუშაოთ.
ერთი სიტყვით, მშობიარობის დედობის ზეიმად ქცევა თქვენს ხელთაა.
ზოგჯერ ტკივილის შიში იმდენად დიდია, რომ გაუტკივრების გამოყენება მაინც აუცილებელი ხდება. არსებობს უამრავი მეთოდი და პრეპარატი ამისათვის. მათი მოქმედება მშობიარეზე და ნაყოფზეც საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, გვერდითი მოვლენები ცნობილია და არსებობს მათი ნეიტრალიზების საშუალებებიც. მათი გამოყენება ხდება სპეციალისტის – ანესთეზიოლოგის მიერ მშობიარეს ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.
ამიტომ გაუტკივრების გამოყენებისას არ არსებობს იმისი შიშის საფუძველი, რომ ის თქვენზე ან ბავშვზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს.
აქვე გვინდა შევეხოთ ანესთეზიის მეთოდს, რომელიც ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ და ნელ–ნელა პოპულარული ხდება საქართველოშიც. ეს არის პერიდურალური, იგივე ეპიდურალური ანესთეზია
 |
ამ მეთდის გამოყენებისას ანალგეტიკი შეჰყავთ წელის მალებს შორის ეპიდურალურ სივრცეში. ანალგეტიკი ახდენს მსხვილი ნერვების ბლოკირებას და ამით მიიღწევა საკმაოდ ხანგრძლივი გაუტკივრება. |
ბევრი მეანი, ვინც პირველად ნახა ამგვარი ანესთეზიის ეფექტი, შოკირებული იყო ნანახით. გარდა გაუტკივრებისა, ანესთეზიის ამ მეთოდს აქვს მთელი რიგი დადებითი მომენტებისა. თქვენ წარმოიდგინეთ ამგვარი ანესთეზია ახალშობილის ნივთიერებათა ცვლაზეც კი ახდენს დადებით გავლენას.
ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარ ანესთეზიასაც შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენებები და გართულებები, ამიტომ მისი გამოყენება აუცილებლად წინასწარ უნდა დაიგეგმოს.
|