ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

რატომ ღირს სისხლის საერთო ანალიზი 14 ლარი?

 საქართველოს რეალობაში რაიმე პროდუქციასა თუ მომსახურებაში უფრო ძვირის გადახდა ნამდვილად არ ნიშნავს რომ უკეთეს პროდუქციას ან მომსახურებას მიიღებთ. მაგრამ ძალიან იაფის გადახდა გარანტირებულად უხარისხოს ნიშნავს. ამავე დროს ძალიან ძვირის გადახდაც ასახავს მხოლოდ კლინიკის მენეჯმენტის პოლიტიკას პაციენტთან მიმართებაში და არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან.

 სამედიცინო ცენტრ მედეას დევიზია „უმაღლესი ხარისხი ყველაზე იაფად“ – ხარისხზე ჩვენ ეკონომიას არასოდეს ვაკეთებთ. ჩვენი ფასები, ვინც უბნის პოლიკლინიკის ფასებს არის მიჩვეული მისთვის ძვირია, ხოლო ვინც ქალაქის ცენტრში განთავსებულ კლინიკებს, მათთვის კი ძალიან ცოტა და წარმოუდგენელია რომ 14 ლარად შეიძლება მიიღოს ის, რასაც სხვები 45 ლარად სთავაზობენ.

 მათთვის ვისაც ეძვირება და მათთვისაც ვისაც ეცოტავება მოგვყავს წინამდებარე კალკულაცია .განვიხილოთ ფასწარმოქმნის პროცესი უმარტივესი სისხლის საერთო ანალიზის შემთხვევაში:

  1. უმტკივნეულო ერთჯერადი ავტომატური სკარიფიკატორი 95
  2. ბამბა, სპირტი 5 თ
  3. გიმზას საღებავი და ფიქსატორი მაი–გრუნვალდი ევროპული წარმოების 1ლ55
  4. სახელფასო ფონდი (რომელიც იბეგრება 20%-ით) – 5 60 თ – სისხლის საერთოზე კვალიფიციური ლაბორანტი დაახლ. 20–25 წუთს კარგავს
  5. დანარჩენი რეაქტივები – მარილმჟავა, ციტრატი და სხვ – 40
  6. პასუხის ბეჭდვა 5 თ
  7. მიკროსკოპის და სხვა გამოყენებულ ხელსაწყოთა ამორტიზაცია  – 60 თ

 ასე რომ სისხლის საერთო ანალიზის თვითღირებულება 9ლ და 25 თეთრია, როდესაც მას ვასრულებთ ხარისხიანი რეაქტივებით და სრულდება კვალიფიციური ლაბორანტის მიერ.

დანარჩენი  თანხა 4 75 არის დაწესებულების მოგება, რომელიც იბეგრება.

მათთვის ვისაც 14 ლარი მცირე თანხად მიაჩნია, მოვახსენებთ, რომ 34 % მოგება სულაც არ არის ცოტა საერთაშორისო სტანდარტით და საქართველოში 100% და მეტი მოგებით რომ იმუშაო არ იქნები მართალი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ.

ანალიზის თვითღირებულება შეიძლება შემცირდეს:

  1. თუ გამოვიყენებთ მრავალჯერად ან ერთჯერად მტკივნეულ არაავტომატურ სკარიფიკატორს 5 თ ნაცვლად 95–ისა, – თავის საქმეს აკეთებს, პრობლემა არ არის, მაგრამ მტკივნეულია!
  2. თუ გამოვიყენებთ უკრაინული წარმოების საღებავსა და ფიქსატორს 15 თეთრი ნაცვლად 1ლ55–ისა  – ვერ შეედრება ევროპულ საღებავებს.
  3. თუ შევამცირებთ სახელფასო ფონდს, ბევრ კლინიკაში ეს შემცირება 60 თ ანაზღაურებას ნიშნავს (5ლ 60 თ ნაცვლად). თქვენ იმუშავებდით ნახევარი საათი 60 თეთრად?
  4. გამოვიყენებთ ძველ მიკროსკოპს – დღეს საუბნო ლაბორატორიების უმეტესობაში სარკეგაქუცული, ოპტიკადაბურული კომუნისტებისდროინდელი მიკროსკოპები დგას, რომელშიდაც ძალიან ძნელია უჯრედების დანახვა და გარჩევა. მიკროსკოპი 6–7 წლის შემდეგ უნდა შეიცვალოს ახლით. ვისაც აინტერესებს როგორი გამოსახულება უნდა იყოს მიკროსკოპში, შეგვიძლია ჩავახედოთ ჩვენს პლან–აქრომატში ქსენონის განათებაზე.

 ასე რომ ანალიზის ღირებულება 5-7 ლარი გარანტირებულად ნიშნავს რომ ანალიზის ღირებულება ხარისხის შემცირების ხარჯზე ხდება, ხოლო მაღალი ფასი 15 ლარზე მეტი ასახავს მხოლოდ კლინიკის მენეჯმენტის მიერ ღირებულებაში ჩადებულ მოგებას. თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, საქართველოში ძვირი შეიძლება უკეთესს არ ნიშნავდეს.

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili