სპეციალური ფასები
რამდენიმე გამოკვლევაზე ჩვენ დავაწესეთ სპეციალური, ძალიან დაბალი ფასები, მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო.
ეს ფასდაკლება პატარა
ფინანსური საჩუქარია ექიმებისათვის და პაციენტებისათვის, ვინც
სწორად უდგება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხებს.
| 1. |
პროგესტერონი
(Progesterone) |
10ლარი |
|
2. |
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების
გამოკვლევა TSH, FreeT4, T3 |
30 ლარი |
|
3. |
ფარისებრი ჯირკვლის
კომპლექსური
გამოკვლევა
TSH, FreeT4,T3, Anti-TPO, Anti-TG |
58 ლარი |
|
4. |
სამმაგი ტესტი –დაუნის სკრინინგი:
Free Estriole, HCG, AFP |
38 ლარი |
|
5. |
დიაბეტის
გამოკვლევა (გლუკოზა და ინსულინი) |
19 ლარი |
|
6. |
ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, შეიცავს 7 ბიოქიმიურ ტესტს: ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), საერთო ცილა, ალბუმინი,ალანინ ამინოტრანსფერაზა, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, გამა გლუტამინტრანსფერაზა |
45
ლარი |
|
7. |
თირკმლის
ფუნქციები: შარდოვანა და კრეატინინი |
15
ლარი |
|
8. |
ქალის ჰორმონული სტატუსი (11
ჰორმონი – FSH, LH, Prolactine, TSH, Free-T4,
T3, DHEA-S, 17-OH-Progesterome, Estradiole, Free
Testosterone, Insuline) |
146 ლარი |
|
9. |
ქალის
ჰორმონული სტატუსი+ანტი–მიულერი |
215 ლარი |
|
10. |
Torch-ხუთეული
Chlamydia trachomatis IgA, HSV I/II IgG,
CMV IgG, Toxo godii IgG,Rubella IgG |
59 ლარი |
|
11. |
ელექტროლიტები სისხლში (Na+,K+.Ca2+,Cl-) |
12 ლარი |
პირველი მათგანის გაკეთება ხშირად უწევთ
ორსულებს პირველ ტრიმესტრში და
უნაყოფო ქალბატონებს ლუთეინური ფაზის უკმარისობით.
პროგესტერონის პრეპარატები – უტროჟესტანი და დიუფასტონი ამ
ანალიზის გარეშე ჩვენს კლინიკაში არ ინიშნება. ეს ანალიზი
ექიმს ეხმარება პრეპარატის ოპტიმალური დოზის შერჩევაში
მეორე
და მესამე – ფარისებრ ჯირკვალზე
სრული სურათის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია სამივე ჰორმონის
და ზოგჯერ ანტისხეულების
ერთდროული განსაზღვრა.
მეოთხე – დაუნის სინდრომის
არაინვაზიური სკრინინგია. ყველა ორსულისათვის საჭიროა.
მეხუთე
– დიაბეტის დიაგნოსტიკისას მნიშვნელოვანია ერთდროულად
განისაზღვროს გლუკოზა და ინსულინი. ინსულინის გამოკვლევა ითვლება
ძვირადღირებულად და რთულად. ჩვენთან ეს ასე არ არის.
მეექვსე – ბოლო დროს ასე გავრცელებულ ჰეპატიტიან პაციენტებს და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგივე გამოკვლევა ძალიან ხშირად ინიშნება ქირურგიული ოპერაციების წინ;
მეშვიდე
– მნიშვნელოვანია
თირკმლის პრობლემებიანი ორსულებისათვის.
მერვე, მეცხრე – უნაყოფო ქალბატონებისათვის.
მეათე
– ორსულებისათვის და ორსულობისათვის მზადების
პროცესში.
მეთერთმეტე მნიშვნელოვანია
კარდიოლოგიური და უროლოგიური პაციენტებისათვის, გესტოზიანი
ორესულებისათვის,
პოსტმენოპაუზალური ასაკის ქალბატონებისათვის.
ეს კვლევები ყველას არ სჭირდება, ვისაც სჭირდება, მან ფასები კარგად იცის.
კომპლექსური კვლევის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია ცალკეულ
კვლევათა ფასების ჯამზე. ეს ფასდაკლება არის სწორი დიაგნოსტიკის
წახალისება, თორემ 100 ან 200 ლარის ანალიზების უგეგმო
გაკეთებისათვის მედეაში ფასს არავინ დაგიკლებთ.
არ შეგეშინდეთ, დაბალი ფასი ამ შემთხვევაში უხარისხო, ვადაგასული რეაქტივებით ან მოძველებული აპარატურით არ არის განპირობებული. შეგიძლიათ ლაბორანტს მოსთხოვოთ გაჩვენოთ ტესტ–სისტემა. მასზე მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა და შენახვის ვადა აღნიშნული იქნება.
|