ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 10

თუ თქვენ კიდევ გაწუხებთ ადრეული ტოქსიკოზის გამოვლენები, გამაგრდით. კიდევ ორიოდე კვირა და თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესებისაკენ წავა. ყოველ შემთხვევაში ორსულთა უმეტესობისათვის ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმთან კონტაქტი არ გქონდეთ, თუ დისკომფორტი აუტანელ ხდება. ძუძუს ორეოლების არეში შეიძლება გაჩნდეს პატარა მარცვლის ზომის კვანძები. ეს ე.წ. "მონტგომერის კვანძებია" – გადიდებული საოფლე ჯირკვლები. მორიგი ტიპიური ცვლილება დამახასიათებელი ორსულობისათვის. 

არ დაივიწყოთ პირველი კვირის რეკომენდაციები

თქვენი ბაია განვითარების ახალ – ფეტალურ ფაზაში შედის. ახლა იგი ნაყოფად იწოდება. ამ დროისათვის მან ბევრ რამეს მიაღწია.  

ფორმირებულია იდაყვის სახსრები, თითები ხელებზე და ფეხებზეც, ყურის ნიჟარები, ზედა ტუჩიც. პრაქტიკულად მზადაა დიაფრაგმა. იწყება გარე სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება. ქრება კუდი. დაიწყო სარძევე კბილების განვითარება, რომელიც დაბადების შემდეგ ამოიჭრება.
 
პაწია კომფორტულად არის მოთავსებული სანაყოფე პარკის შიგნით, რომელიც ამნიონური სითხითაა სავსე (ანუ სანაყოფე წყლებით) სითხის მოცულობა 20 მლ–ია და სრულიად გამჭირვალეა. ნაყოფის თვალი მთლიანად გახელილია, მაგრამ "ხედავს" თუ არა რაიმეს ამ ეტაპზე შეუძლებელია.

თვითონ ემბრიონი  უკვე 4 გრ–ია, მისი თხემ–კუდუსუნის სიგრძე 27–35 მმ–ია. მას უკვე შეუძლია საშვილოსნოს კედლიდან არეკვლა, მაგრამ ამას თქვენ ვერ იგრძნობთ.

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili