ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 13

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეორე ტრიმესტრში! გილოცავთ, გზის ერთი მესამედი უკვე გავლილია. თუ პროგნოზთა მიუხედავად ტოქსიკოზი გრძელდება, არ ინერვიულოთ, შვებას სულ მალე იგრძნობთ.

ახლა კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი, რომელსაც ორსულობა გიმზადებთ – ეს არის კუჭში შეკრულობა. ყაბზობა. ეს მოვლენები სწორედ ახლა იწყება.

ყაბზობის მიზეზი თქვენი ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტებაა. ეს ნიშნავს, რომ საკვების მასები ნელა გადაადგილდებ ნაწლავებში და ხდება ძალიან მკვრივი. ამ დარღვევის მიზეზები ისევ და ისევ ჰორმონული ცვლილებებია. გარკვეულ როლს თამაშობს მზარდი საშვილოსნო. იგი უფრო და უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ნაწლავებისათვის. თუმცა საშვილოსნოს ზრდა ამ ეტაპზე უფრო ნაკლებ როლს თამაშოს ყაბზობის განვითარებაში, მისი როლი უფრო შემდეგში იკვეთება.

ყაბზობაში კარგი არაფერია. გარდა იმისა, რომ ეს თავისთავად უსიამოვნოა, გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. ყველაზე უსიამვნო არის ჰემოროი (ბუასილი). ჰემოროიდული კვანძები ორსულობისას ძალიან ხშირია, თუმცა თუ მათ ჯეროვან ყურადღებას დაუთმობთ, პრობლემები ნაკლები გექნებათ. მუდმივი დაჟიმულობა ყაბზობის დროს აუარესებს ჰემოროიდული კვანძების მდგომარეობას. ამისათვის კი აუცილებელია ყაბზობას ეფექტურად შევებრძოლოთ

აი რამდენიმე რჩევა

  • საკვებში შეიტანეთ მაქსიმალურად მეტი მცენარეული პროდუქტები, რომელიც შეიცავს მეტ უჯრედისს. უჯრედისი მთლიანად ვერ გადამუშავდება და აიძულებს ნაწლავებს იმუშაოს. ზოგიერთი მათგანი (კომბოსტო, პარკოსნები) გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს და იწვევს შებერილობას. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, მიიღეთ მიხაკის ჩაი და აქტივირებული ნახშირი

  •  სცადეთ პროდუქტები, რომელთაც აქვთ ბუნებრივი საფაღარათო ეფექტი, მაგალითად გახეხილი ჭარხალი ან მისი წვენი. კარგია ერთი ჩაის კოვზი თაფლი დამატებული 100–150 მლ გადადუღებულ წყალში. ეს "ელექსირი" უნდა დალიოთ უზმოზე, რომლის შემდეგაც 10–15 წთ უნდა წამოწვეთ. კარგია ზღვის კომბოსტო, ქლიავის წვენი და ჯემი. რაც შეეხება საფაღარათო მედიკამენტებს, მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. თქვენით არ მიიღოთ

  • სცდეთ არ მიიღოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც კუჭში შეკრულობას იწვევს. ზოგიერთი მსხალი, ანწლი, მოცვი და სხვ

  • შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მოძრაობის რეჟიმი, ისეირნეთ ფეხით, შეასრულეთ ორსულთა ვარჯიშები.

  • თუ ეს ზომები არ დაგეხმარათ, მაშინ ექიმთან. მან უნდა შეარჩიოს თქვენთვის საფაღარათო პრეპარატები.

ბევრი საინტერესო რამ ხდება ამ კვირაში ბავშვის ორგანიზმში. ჩამოყალიბდა 20–ვე სარძევე კბილი, ნაწლავები ლაგდება მუცლის ღრუში, მათში ფორმირდება ბუსუსები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ საკვების გადამუშავებაში. კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ინსულინის გამომუშავებას.

არ დაგავიწყდეთ, თუ წინა კვირაში ვერ მოახერხეთ ექიმთან ვიზიტი, ახლა მაინც მიდით

ნაყოფი უკვე დაახლოებით 28 გრამია.

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili