ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 20

საშვილოსნო სულ უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და წინაც გამოდის. ეს მოვლენა უფრო და უფრო გაძლიერდება მშობიარობამდე. შეიძლება თქვენ უკვე განიცდით სუნთქვის გაძნელებას, რადგან მუცლის ღრუს ორგანოები ზემოთ იწევენ და სწევენ დიაფრაგმას, რითაც ავიწროებენ ფილტვებს. ეს მოვლენები გაგრძელდება მანამდე, სანამ ნაყოფი არ ჩაიწევს ქვემოთ მენჯში. პირველი ორსულობისას ეს ხდება მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე, ხოლო განმეორებითი მშობიარობისას კი უშუალოდ მშობიარობის წინ.  

აუცილებელია ხშირი შარდვა, სავსე შარდის ბუშტს დისკომფორტს ნუ შეაქმნევინებთ.

თქვენ უკვე გაიარეთ ნახევარი ორსულობის ვადა. შეგიძლიათ მეუღლეს ამისი აღნიშვნა მოსთხოვოთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ

ნაყოფის თმებისა და კანის უჯრედებისაგან ფორმირდება სამშობიარო სმაზკა. ეს ნივთიერება თეთრი კრემისფერია და ფარავს თქვენი პატარას სხეულის ზოგიერთ ნაწილს. ამ ნივთიერების დანიშნულებაა ნაყოფის კანის დაცვა. ზოგჯერ ეს ნივთიერება მშობიარობამდე ნარჩუნდება და მას აცილებენ სტერილური სალფეთქებით ნაყოფის პირველი ტუალეტისას.

თქვენ უკვე შეგიძლიათ იმსჯელოთ ნაყოფის ძილ–ღვიძილზე მისი აქტივობის მიხედვით.

ახლა მისი წონა 290 გრამია, სიგრძე 25 სმ.

 

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili