ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 28

ვაშა, მესამე ტრიმესტრი დაიწყო! ამ დროიდან საჭიროა, რომ უფრო ხშირად ხვდებოდეთ თქვენს მეანს. უკვე დროა თქვენი მშობიარობის დეტალებზე ისაუბროთ სპეციალისტებთან. დროა გაერკვეთ ისეთ დეტალებში, როგორიცაა მშობიარობის გაუტკივრება, ეპიზიოტომია, სამშობიარო მოქმედების სტიმულაცია. ეს სიტუაციები რეალურად შეიძლება საჭირო გახდეს მშობიარობისას და თქვენთვის მნიშვნელოვანია მათი დანიშნულების ცოდნა, როგორ კეთდება და რა დადებითი და უარყოფითი მომენტები აქვთ მათ ნაყოფისა და თქვენთვის.

შეიძლება სარძევე ჯირკვლებმა უკვე დაიწყეს ხსენის სეკრეტირება, მაგრამ თუ ეს არ ხდება, არც მაგაზე ინერვიულოთ.

ზოგიერთ ქალებს, რომელთაც აქვთ რეზუს–კონფლიქტის პრობლემა, ამ ვადაზე შეიძლება დასჭირდეთ სპეციალური პრეპარატები (Rhogam ტიპისა) ნაყოფისა და დედის ორგანიზმებს შორის კონფლიქტის შესამცირებლად. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეზუს–უარყოფითი ხართ და მეუღლე რეზუს–დადებითია.

თქვენს ბაიას უკვე წამწამები აქვს!

თუ ბიჭი გყავთ, ამ კვირაში ხდება სათესლე ჯირკვლების ჩამოსვლა თავის ადგილას, აქამდე ისინი მუცლის ღრუში იყვნენ მოთავსებული.

ნაყოფის სიგრძე 35 სმ–ია, წონა უკვე კილოგრამს გასცდა.

ამ კვირაში დაბადებულ პატარას უკვე საკმაოდ დიდი შანსები აქვთ გადარჩენისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისას, თუმცა, რა თქმა უნდა სასურველია ყველაფერი ვადაზე მოხდეს.


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili