ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 

 

კვირა 29

რადგან ნაყოფი იზრდება, თქვენი დისკომფორტი ნელ–ნელა ძლიერდება. ეს ბუნებრივია, თქვენი შინაგანი ორგანოები ძალზე ვიწროდ არიან ორსული საშვოლოსნოს გვერდით.

უსიამოვნო მოვლენების აღსაკვეთად შეარჩიეთ სწორი პოზა, შესაბამისი კვება (პარკოსნები და კომბოსტო ნაკლებად, რომლებიც გაზწარმოქმნას აძლიერებენ ნაწლავებში), ფიზიკური ვარჯიშები და რა თქმა უნდა დასვენება. სუნთქვის გაძნელება, სიმძიმე და უსიამოვნო შეგრძნებები წელის არეში და ფეხებში მაინც დარჩება, ასე რომ გამაგრდით!

ნაყოფი ემზადება დაბადებისა და გარეთ ცხოვრებისათვის. მან უკვე ისწავლა ცოტ–ცოტა საკუთარი ტემპერატურის რეგულირება. ძვლის ტვინმა უკვე თავის თავზე აიღო სისხლის წარმოქმნა. თქვენი შვილი ყოველდღიურად სანაყოფე წყლებში უკვე ნახევარ ლიტრამდე შარდს გამოყოფს.

ნაყოფის მოძრობას უკვე სხვაგვარი ხასიათი აქვს. აქამდე ის ძირითადად ტლინკაობდა, ახლა უფრო იდაყვებითა და მუხლებით "მუშაობს". ეს კანონზომიერია. ნაყოფი დიდია და საშვილოსნოში ძალიან ვიწროდაა.

ნაყოფის მასა დაახლოებით 1150 გრამია


 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili