ელექტრონული სამედიცინო ბარათი  | მხოლოდ ჩვენთან | ორსულობის კალენდარი | ორსულობის კალკულატორი |    კონკურსები | ორსულობისას ჩასატარებელი გამოკვლევები| სამედიცინო ტექნიკა | ვაკანსიები |
 


ფასდაკლება საღამოს საათებში

 გავითვალისწინეთ რა იმ პაციენტების მოთხოვნა, რომლებსაც უჭირთ სამუშაოს გაცდენა თუნდაც ექიმთან ვიზიტის მიზნით, 2011 წლის 1 ნოემბრიდან სამედიცინო ცენტრი მედეა სამუშაო დღეებში იმუშავებს 20.00 სთ–მდე;

ამავე დროს საღამოს ცვლა ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა დილის საათებში წარმოშობილი რიგების განტვირთვისათვის.

საღამოს საათებში შესაძლებელია ექიმთან ვიზიტი, ექოსკოპიური და ელექტროფიზიოლოგიური კვლევები, ლაბორატორიული ანალიზების ნაწილის ჩაბარება, თუმცა ანალიზები, რომელთა ჩასაბარებლად დილის უზმო მდგომარეობაა საჭირო, საღამოს საათებში არ მიიღება

 საღამოს ცვლაში მოსული პაციენტებისათვის იმოქმედებს 20%–იანი ფასდაკლება. ფასდაკლებით შესრულდება შემდეგი სამედიცინო მომსახურება:

1. გინეკოლოგის კონსულტაცია;

2. თერაპევტის კონსულტაცია;

3. ექოსკოპია (გარდა ექოკარდიოგრაფიისა);

4. ნაყოფის კარდიოტოკოგრაფია;

5. ელექტროკარდიოგრამა;

6. ელექტროკარდიოგრამა ველოერგომეტრზე დატვირთვით (ტრედმილის ანალოგი);

7. კოლპოსკოპია;

 

ფასდაკლება იმოქმედებს 18.00–20.00 სთ

 

 

 

 

 

    © Medea.Ge All Rights Reserved                                                                                                                 Created By Tsotne Chitiashvili